დავუშვათ, ამბიციური ხარ და ყველასგან განსხვავებული სტენდი გინდა! მოდი ჩვენთან და დამატებით ყველაზე მსხვილი და მოცულობითი ასოებით დავწერთ შენს სახელს. მეტიც, ლოგოსაც ამოგინათებთ. დაე, შენი ბრენდის ბრწყინვალებამ ყველას მოჭრას თვალი!
ისეთ უცხო ფლაერებს დაგიმზადებთ, გადაყრა დაენანოთ!
ქუჩაში შენი ბანერებისა თუ დაბრენდილი მანქანების გამო საცობები გაჩნდეს (მაინც მერს აგინებენ, რა გენაღვლება?)
უნიფორმებს არ იკითხავ? ყველა გაფართოებული თვალისა და დაღებული პირის მიზეზი შენი ფორმები იქნება! შეგეხვეწებიან, მაჩუქეო, მაგრამ შენ არ აჩუქო! პირდაპირ ჩვენთან გამოუშვი!
იდეები გაქვს და ჭერში აწყობ? მოდი, მოდი, ჩვენ ჩაგაცვამთ რა სტილიც გიხდება, სახელს დაგარქვამთ, სწორ გზაზე დაგაყენებთ
ვიცით, რომ ყველაზე ყველაფერი გაინტერესებს. ამიტომ ჩვენ მოგვანდე: ბაზრის კვლევა, კონკურენტების აღმოჩენა, სუსტი წერტილების პოვნა, დასარტყამი ინსტრუმენტების მოფიქრება. დარტყა არა! დარტყმა შენზეა
რისი ბრენდირება არ შეგვიძლია? არა, შენ გეკითხებით, თორემ აბა, ჩვენ რომ გვკითხო, რასაც წარმოიდგენ და ვერ წარმოიდგენ, ყველაფერს დაგიბრენდავთ
საჩუქრები ახსენა ვინმემ? იდეების მოფიქრებაში ხო დაგეხმარებით (იმედია, ხვდები, რომ სუპერ კრეატიული იქნება. თუ აქამდე ვერ მიხვდი, დატოვე ჩვენი გვერდი, თხოვნაა)
საჩუქრები კალენდარულად: საშობაო, სარვამარტო, საკაცეთის დღის, საპირველაპრილო, საჩუქრები ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის, სააღდგომო, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად, საჩუქრები სეზონური, პატრიოტულები - მოკლედ, საჩუქრები ყველას!
თუ ფიქრობ, რომ მომხმარებელს ნერვები უნდა დააგლიჯო ფასის მოთხოვნით და ყველას უკოპირო, piradshi mogtsert, აქედანვე გეტყვით, რომ ურთიერთობა არ გამოგვივა
საიტის აწყობის, სოც. ქსელების გამართვის, მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევის, ინგეიჯმენტის გაზრდის სხვა, ეფექტური გზებიც არსებობს. კი, Sms ის დაგზავნაც კი შეიძლება იყოს კრეატიული
და ბოლოს: მიმბაძველობა რომ ძლიერი ძალაა იცი, ხო? ინფლუების ბაზა შენ გელოდება. ვნახოთ, ერთი, ვის პროდუქციაზე წააწკაპუნებენ ფრჩხილებს და ვისი მომსახურება გახდება სამოთხის სადარი
მინდა ჩემს რეკლამაზე ყველამ ილაპარაკოს!
ისეთი რეკლამა მინდა, 2 დღეში პოპულარული გავხდე!
ისეთი რეკლამა მინდა, ჩანდეს ვინაა აქ უკონკურენტო!
შენ ოღონდ გვითხარი, რა გჭირდება და
დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.
და არა, იდეებში ფულს არ გამოგართმევთ.
იდეებზე გაგვახსენდა. საიდუმლოდ გეტყვით, რომ ჩვენს გუნდში ტოპ სცენარისტები და რეჟისორები გვყვანან საუკეთესო კონტაქტებით. ასე რომ, თუ გინდა მუშა იდეა სარეკლამო რგოლისთვის ან ინსტა ფოტოები შენი ბრენდისთვის თავისი ქასთინგებით და სამსახიობო ბაზით, იცი, ვის უნდა მიმართო.
კორპორატიული გაქვს და ყველაფერი შენ მოგაყარეს? ფესტივალის დაგეგმვას ცდილობ? ზოგ-ზოგიერი მოჭუტული თვალებით გიყურებს, ვნახოთ, ერთი, რას დაგვახვედრებსო? მოუჯოკრე! დაგვიძახე და კონცეფციიდან დაწყებული, ადგილის შერჩევით, დეკორაციების დამზადებით, აუდიო-ვიზუალური სისტემით, ტორტის დიზაინით დასრულებული, ყველაფერს ჩვენ მივხედავთ. შეგიძლია ფეხი-ფეხზე გადაიდო, მშვიდად იყავი, შენს ივენთზე ყველა ილაპარაკებს!
25-ე კადრის პრომო დროულად მოდის
ძალით კი არა, გულით იღიმის
გაყიდვებისთვის საჭირო ყველა ტექნიკას ფლობს
არ ჭამს, შესვენების დრო არ სჭირდება და უხელფასოდაც სიამოვნებით მუშაობს
კაი, ეს ბოლო ვიხუმრეთ. დანარჩენი არა. მოკლედ, ქალაქში საუკეთესო პრომოები ჩვენთან არიან. გაიკითხე
ჩვენს პრომოებს კონტროლი არ სჭირდებათ, მაგრამ თუ მაინცდამაინც, სუპერვაიზერების სუპერ გუნდი ყოველთვის მზადყოფნაშია
რაც გაგიხარდება: სემფლინგი, დეგუსტაცია, რეალიზაცია, დემონსტრაცია და საერთოდ, ყველა ,,ცია" მაღაზიებს შიგნით თუ გარეთ
ამ ყველაფრის გვირგვინად ისეთი ანალიტიკა და რეპორტი თავისი ფოტო-ვიდეოთი, სხვაგან რომ ვერსად ნახავ